უეინ რუნი
Aa
Aa

„10-15 ფეხბურთელია გასაშვები“ | უეინ რუნი მანჩესტერში დიდ ცვლილებებს ითხოვს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, უეინ რუნიმ „წითელ ეშმაკებზე“ ისაუბრა. ინგლისელი თავდამსხმელის თქმით, გუნდში სერიოზული ცვლილებებია გასატარებელი და „ოლდ ტრაფორდიდან“ 10-15 ფეხბურთელია გასაშვები.

„მანჩესტერ იუნაიტედის ამჟამინდელი შემადგენლობა შეშინებული გამოიყურება და დაკარგულია. ბრუნუ ფერნანდეში შედეგს დებს, მაგრამ არის მომენტები, როცა გამაღიზიანებელია. მანჩესტერში სერიოზული ცვლილებებია საჭირო. ვფიქრობ, გუნდიდან 10-15 ფეხბურთელია გასაშვები.

რა თქმა უნდა, ვიცი, რომ ასე არ მოხდება, მაგრამ ამ შემადგენლობის მენტალიტეტის შეცვლა აუცილებელია. საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას არავინ იღებს და ამ გუნდიდან მხოლოდ მაინუსა და ბრუნუს დავიტოვებდი. გუნდის ამჟამინდელი მენტალიტეტი არის ასეთი - წაგებასთან მარტივად შეგუება. ფეხბურთელები ამბობენ: „მომდევნო მატჩზე ვართ ორიენტირებული“ და სულ ესაა. საჭიროა, ხასიათი გამოავლინონ და მოედანზე იბრძოლონ. ასეთი თამაშის ყურება უკვე საშინელებაა“.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ ლიგის 28 ტურის შემდეგ, „მანჩესტერ იუნაიტედი“ მე-14 ადგილს იკავებს. „წითელ ეშმაკებს“ 34 ქულა აქვთ და ლიდერ „ლივერპულს“ 36 ქულით ჩამორჩებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვიცი, რომ პარიზში საოცრებებს გააკეთებს“ | ოსიმენმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
„ვიცი, რომ პარიზში საოცრებებს გააკეთებს“ | ოსიმენმა კვარაცხელიაზე ისაუბრა