ცხოვრებაძის 11 გოლი და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება | საქართველომ ბოსნია-ჰერცეგოვინას მოუგო
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურში, საქართველოს ხელბურთის ეროვნული ნაკრები ბოსნია და ჰერცეგოვინას დაუპირისპირდა. ჩვენებმა უმნიშვნელოვანესი შეხვედრა მოიგეს და მეტოქე 28:26 დაამარცხეს.
მატჩის პირველი ტაიმი სტუმართა მცირე უპირატესობით დაიწყო და ბოსნიელები ორი ბურთით დაწინაურდნენ. საქართველოს ნაკრები დაბრუნდა და შესვენებაზე 1-ბურთიანი უპირატესობით გავიდა - 15:14. მეორე ტაიმში, თამაში ბურთი-ბურთში მიდიოდა, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში ინიციატივას ჩვენები დაეუფლნენ და 28:26 იმარჯვეს.
საქართველოს ნაკრების რიგებში საუკეთესო გიორგი ცხოვრებაძე იყო, რომელმაც 11 გოლი გაიტანა. თეიმურაზ ორჯონიკიძემ 6 ბურთი შეაგდო. ირაკლი კბილაშვილის ანგარიშზე 5 გოლია. გიორგი არველოდი დიხამინჯიამ 3 გოლი გაიტანა, ხაზეინ რუსტამოვმა - 2, ერეკლე არსენაშვილმა - 1.
ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, საქართველოს 1 მოგება და 2 წაგება აქვს და 4-გუნდიან ჯგუფში, მეორე პოზიციაზეა. ჩვენები მომდევნო შეხვედრას იმავე მეტოქესთან გამართავენ და 16 მარტს, სტუმრად ვიასპარეზებთ.
ფოტო: საქართველოს ხელბურთის ფედერაცია.