ლუკა გუგეშაშვილი
Aa
Aa

ხელშეკრულება გაფორმებულია | გუგეშაშვილი პაოკ-ს შეუერთდება

საქართველოს ნაკრების მეკარე, ლუკა გუგეშაშვილი ზაფხულში ადგილსამყოფელს გამოიცვლის. Crystalsport-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, „პანსერაიკოსის“ 25 წლის გოლკიპერი მომდევნო სეზონიდან „პაოკში“ იასპარეზებს.

მხარეებს შორის ხელშეკრულება გაფორმებულია და გუგეშაშვილმა ბერძნულ კლუბს საკუთარი მომავალი 3 წლით დაუკავშირა. კონტრაქტი ძალაში ზაფხულიდან შევა, მანამდე კი ქართველი მეკარე „პანსერაიკოსში“ ჩაამთავრებს სეზონს, „პაოკი“ მის სანაცვლოდ 1 მილიონ ევროს გადაიხდის.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში, გუგეშაშვილს საბერძნეთის სუპერ ლიგაში 25 მატჩი აქვს ჩატარებული. ლუკა შესანიშნავად გამოიყურება და ბევრი გამორჩეული შეხვედრა ჰქონდა, კარი მშრალად კი 5 თამაშში შეინახა. Transfermarkt-ზე მისი სატრანსფერო ღირებულება 500 000 ევროა.

„პაოკს“ რაც შეეხება, ბერძნულმა კლუბმა ჩემპიონატის ძირითადი ბადე მეოთხე პოზიციაზე დაასრულა და საჩემპიონო ჯგუფში გადავიდა. „პაოკი“ ჩემპიონთა ლიგისა და კონფერენს ლიგის საგზურისთვის იბრძოდა, მაგრამ მეოთხე ადგილზე გავიდა და ევროტურნირების მიღმა დარჩა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვიცი, რომ პარიზში საოცრებებს გააკეთებს“ | ოსიმენმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
„ვიცი, რომ პარიზში საოცრებებს გააკეთებს“ | ოსიმენმა კვარაცხელიაზე ისაუბრა