ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

„ვიცი, რომ პარიზში საოცრებებს გააკეთებს“ | ოსიმენმა კვარაცხელიაზე ისაუბრა

„ნაპოლის“ ფეხბურთელმა, ვიქტორ ოსიმენმა, რომელიც იჯარის წესით „გალათასარაიში“ ასპარეზობს, ჯონ ობი მიკელის პოდკასტში, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. ოსიმენი „კვარას“ „პარი სენ-ჟერმენში“ ტრანსფერს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ქართველი გარემარბი ასეთ გრანდში გადასვლას იმსახურებდა.

„ხვიჩასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. მოედნის მიღმა საოცარი ადამიანია, მოედანზე კი, ყველამ ვიცით, რა ფანტასტიკური ფეხბურთელია. ვიცოდი, რომ დიდ ნაბიჯს გადადგამდა. ადრე თუ გვიან, ეს აუცილებლად მოხდებოდა.

კვარაცხელიასთან ხშირად ვლაპარაკობ და მან ეს ყველაფერი დაიმსახურა. როცა პარი სენ-ჟერმენში გადავიდა, ვუთხარი: „ეს დაიმსახურე. პარიზში წადი და სიამოვნება მიიღე. ვიცი, რომ იქ საოცარ რაღაცებს გააკეთებ“. მასთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს და არის ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია, ბევრს მიაღწიოს“.

შეგახსენებთ, რომ ოსიმენმა და კვარაცხელიამ „ნაპოლიში“ ისტორია დაწერეს და დიეგო მარადონას შემდეგ, „პარტენოპეის“ პირველი სკუდეტო მოუტანეს. მიმდინარე სეზონში, ოსიმენი „გალათასარაიში“ ასპარეზობს და თურქეთის ჩემპიონატში, 21 შეხვედრაში 17 გოლი გაიტანა, ევროპა ლიგაზე - 6.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვინც ხვიჩას პსჟ-ში გადასვლისთვის აკრიტიკებს, ფეხბურთი არ ესმის“ - სიომინმა კვარაზე ისაუბრა
„ვინც ხვიჩას პსჟ-ში გადასვლისთვის აკრიტიკებს, ფეხბურთი არ ესმის“ - სიომინმა კვარაზე ისაუბრა