ტიაგო მოტა
Aa
Aa

ფიორენტინას თუ ვერ მოუგებს - მოტას ულტიმატუმი წაუყენეს

იტალიის სერია A-ს XXVIII ტურში სტუმრად „ფიორენტინასთან“ დამარცხების შემთხვევაში, „იუვენტუსის“ მთავარ მწვრთნელს ტიაგო მოტას დაკავებული თანამდებობიდან გაანთავისუფლებენ. ამის შესახებ ინფორმაცია ავტორიტეტულმა ტურინულმა გამოცემამ, Tuttosport-მა გაავრცელა. წყაროს ცნობით, მოტას წასვლის შემთხვევაში ბიანკონერის ხელმძღვანელები ორ ვარიანტს განიხილავენ - დროებით მწვრთნელს დანიშნავენ, რომელიც საკუთარ მოვალეობას წლევანდელი სეზონის ბოლომდე შეასრულებს, ან ავტორიტეტულ სპეციალისტს მიიწვევენ და ის ამ თვეები კლუბთან ადაპტაციისთვის გამოიყენებს.

დროებით მწვრთნელად ფრანჩესკო მანიანელის კანდიდატურა განიხილება, რომელიც ახალგაზრდულ გუნდს უდგას სათავეში, რამდენიმე წლის წინ კი, მასიმილიანო ალეგრის სამწვრთნელო შტაბში მუშაობდა. აი, მოვლენების მეორე სცენარით განვითარების შემთხვევაში კი, ტურინში რობერტო მანჩინის გამოჩენას ელიან, რომლის ბოლო სამუშაო ადგილიც საუდის არაბეთის ნაკრები იყო და იქიდან წამოსვლის შემდეგ უმუშევარია. მანჩინის გარდა, ასევე მოიაზრება ჯან პიერო გასპერინის, ჩავი ერნანდესის, ანტონიო კონტესა და იგორ ტუდორის ვარიანტები, მაგრამ პრიორიტეტული მაინც იტალიის ნაკრების ყოფილ დამრიგებელთან შეთანხმების მიღწევაა.

„იუვენტუსი“ რომ წლევანდელ სეზონს უტიტულოდ დაასრულებს, თითქმის გადაწყვეტილი ამბავია. „ბებერი სინიორა“ იტალიის თასიდან - „ემპოლიმ“, ჩემპიონთა ლიგიდან კი „პსვ ეინდჰოვენმა“ გამოთიშა. რაც შეეხება იტალიის ჩემპიონატს, 28 ტურის შემდეგ ტურინელები მეოთხე ადგილზე არიან და ლიდერ „ინტერს“ 9 ქულით ჩამორჩებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფლიკი - ლევანდოვსკის მაგია | ისინი ტრიპლეტს ბარსაშიც გეგმავენ
ფლიკი - ლევანდოვსკის მაგია | ისინი ტრიპლეტს ბარსაშიც გეგმავენ