რამდენიმე ლიდერის გარეშე - სომხეთის ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
Aa
Aa

რამდენიმე ლიდერის გარეშე - სომხეთის ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

სომხეთის ნაკრების ახალმა მწვრთნელმა, ჯონ ვანტ სხიპმა საქართველოს ნაკრებთან მატჩებისთვის ნაკრებში გამოძახებული ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა.

მეკარეები: ოგნიენ ჩანჩარევიჩი (ნოა), არსენ ბეგლარიანი (ვანი), ჰენრი ავაგიანი (არარატ-არმენია)
დაცვა: ვარაზდატ ჰაროიანი (პიუნიქი), ჰოვანეს ჰამბარცუმიანი (ნოა), სერგეი მურადიანი (ნოა), კამო ჰოვანისიანი (არარატ-არმენია), ედგარ გრიგორიანი (არარატ-არმენია), ნაირ ტიკნიზიანი (ლოკომოტივი მოსკოვი, რუსეთი), სტიოპა მკრტჩიანი (ოსიეკი, ხორვატია), გეორგი ჰარუთიუნიანი (პუშკაშ აკადემია, უნგრეთი)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ტიგრან ბარსეგიანი (სლოვანი ბრატისკავა, სლოვაკეთი), ვაჰან ბიჩახჩიანი (ლეგია ვარშავა, პოლონეთი), ედგარ სევიკიანი (ლოკომოტივი მოსკოვი, რუსეთი), არტურ სერობიანი (შერიფი, მოლდოვა), უგოჩუკვუ ივუ (რუბინი, რუსეთი), არტურ მირანიანი (უნივერსიტატეა კლუჟი, რუმინეთი), ნარეკ გრიგორიანი (ფარული, რუმინეთი), ჰრანტ-ლეონ რამოსი (კაიზერსლაუტერნი, გერმანია), გორ მანველიანი (ნოა), არტაკ დაშიანი (ნოა), სოლომონ უდო (პიუნიქი), ნიკოლას კალუკიანი (ურარტუ)

ჯონ ვანტ სხიპი:

„გაფართოებულ სიაში უფრო მეტი ფეხბურთელი გვყავდა. სამწუხაროდ, გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, ედუარდ სპერციანი ტრავმის გამო ვერ დაგვეხმარება. ჰოვანეს ჰარუთიუნიანს და ნორბერტო ბალეკიანს ასევე ტრავმები აქვთ. გუშინ შევიტყვეთ, რომ დაშავდა ანდრე კალისირი, რომელიც ასევე სიაში იყო. ამ მატჩებში ვერც ლუკას სელარაიანი დაგვეხმარება, მას ოჯახური პრობლემები აქვს არგენტინაში. ვიცი, რომ ის ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე თავდადებული ფეხბურთელია, ამიტომ გავითვალისწინეთ მისი თხოვნა და მივეცით საშუალება, დარჩეს ოჯახთან ერთად. სარგის ადამიანმა გვითხრა, რომ ნაკრებში თამაში აღარ სურს, ხოლო რაც შეეხება ხორენ ბაირამიანს, ამჯერად ის არ გამოვიძახეთ, თუმცა დავაკვირდებით და არ გამოვრიცხავ, რომ ის ნაკრებში კიდევ ვიხილოთ“.

სომხეთის ნაკრები საქართველოსთან მატჩებისთვის მზადებას 16 მარტს დაიწყებს. პირველი მატჩი ერევანში, რესპუბლიკურ სტადიონზე 20 მარტს გაიმართება, საპასუხოს კი „დინამო არენა“ 23 მარტს უმასპინძლებს. ორმატჩიან დაპირისპირებაში გამარჯვებული გუნდი ერთა ლიგის მომდევნო გათამაშებაზე B დივიზიონში, ხოლო დამარცხებული - C დივიზიონში იასპარეზებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საჭიროა პიროვნების იდენტიფიკაცია“ - სომხეთში საქართველოსთან მატჩის ბილეთების გაყიდვა დაიწყო
„საჭიროა პიროვნების იდენტიფიკაცია“ - სომხეთში საქართველოსთან მატჩის ბილეთების გაყიდვა დაიწყო