უსმან დემბელე
Aa
Aa

პსჟ-ის ერთ-ერთი ლიდერის ყიდვა სურთ - ლივერპული 100 მილიონს იხდის

„ლივერპულს“ ამ ზაფხულს უსმან დემბელეს ყიდვა სურს. ინფორმაციას OneFootball-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, „წითლები“ მზად არიან „პარი სენ-ჟერმენის“ ვინგერში 100 მილიონი ევრო გადაიხადონ.

ფრანგი ფეხბურთელი მოჰამედ სალაჰის შემცვლელად მოიაზრება და კლუბი მიიჩნევს, რომ ის არნე სლოტის სისტემისთვის იდეალური კანდიდატია.

თავის მხრივ, პსჟ უსმანის გაყიდვას არ ჩქარობს და მოლაპარაკებები მისი ტრანსფერის შესახებ შესაძლოა გართულდეს.

დემბელეს კარიერაში საუკეთესო სეზონი აქვს. ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელის ანგარიშზე 36 მატჩი, 29 გოლი და 6 ასისტია.

შეგახსენეთ, რომ უსმანი პარიზულ კლუბს 2023 წლის აგვისტოში შეუერთდა. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 55 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ძირითადად დაცვით მოვალეობებს ასრულებდა“ | რას წერს LEquipe-ი კვარაზე
„ძირითადად დაცვით მოვალეობებს ასრულებდა“ | რას წერს LEquipe-ი კვარაზე