ჯანლუიჯი დონარუმა
Aa
Aa

პენალტების სერიის მოგების გარანტია - დონარუმას დამარცხება შეუძლებელი ხდება

„ენფილდ როუდზე“ გამართული „ლივერპული“ – „პარი სენ-ჟერმენის“ შეხვედრის მთავარი გმირი სტუმართა მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა გახდა - იტალიელმა 11-მეტრიანების სერიაში ორი დარტყმა მოიგერია და პარიზული გრანდი უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გაიყვანა. დონარუმა სრულიად დამსახურებულად მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს და ერთ-ერთი კანდიდატია იმისა, რომ მთლიანად კვირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელონ, რაც მისი სათამაშო ამპლუიდან გამომდინარე, ორმაგად დასაფასებელი იქნება.

კარიერაში მისი კარის მიმართულებით თამაშიდან შესრულებული 60 პენალტიდან ჯიჯის 14 აქვს მოგერიებული, მატჩის შემდგომ 11-მეტრიანების სერიაში კი 43-დან 10 აიღო. საკლუბო კარიერაზე უფრო მეტად წარმატებული ამ მხრივ დონარუმა სანაკრებო დონეზეა, რადგან სტატისტიკურად იტალიის ნაკრებში პენალტების 30 პროცენტი აქვს აღებული და განსაკუთრებით საამაყო მისთვის რაღა თქმა უნდა ევრო 2020-ის ფინალია, სადაც „სკუადრა აძურამ“ ინგლისელები პირველ რიგში სწორედ პსჟ-ს ამჟამინდელი კიპერის წყალობით დაამარცხა, რომელმაც ბუკაიო საკასა და ჯეიდონ სანჩოს დარტყმები მოიგერია.

მთლიანობაში თამამად შეიძლება ითქვას იმის თქმა, რომ თუ შენი გუნდის კარში ჯიჯი დონარუმა დგას, პენალტებში გამარჯვებული რჩები, რადგან კარიერაში ჩატარებული შვიდი თერთმეტმეტრიანების სერიიდან, ჯიჯი ექვსი მოიგო და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა - 2021-2022 წლების საფრანგეთის თასის მერვედფინალში მისი „პარი სენ-ჟერმენი“ „ნიცასთან“ 5:6 დამარცხდა, რომელიც საბოლოო ჯამში ამ ტურნირის გამარჯვებული გახდა. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ სხვა მეკარეებისგან განსხვავებით, იტალიელი მშვიდად ემზადება დარტყმების წინ და საერთოდ არ ცდილობს ოპონენტზე ფსიქოლოგიური ზეწოლის განხორციელებას - დგას მშვიდად და მხოლოდ ხელების მაღლა აწევით ცდილობს მოწინააღმდეგის დაბნევას.

„ლივერპულის“ ყოფილმა მცველმა სტივენ უორნოკმა „სენ-ჟერმენისა“ და მისი მეკარის წარმატებას ასეთი შეფასება მისცა: „თავდაპირველად ჯიჯი მაქსიმალურად შეუმჩნევლად გამოიყურება. თუმცა, როგორცკი ბურთი ნიშნულთან იდება და მისი ოპონენტის წინ 196 სანტიმეტრი სიმაღლის დონარუმა ჩნდება, დამრტყმელები მაშინვე იბნევიან. ის ნამდვილი მონსტრია და უმაღლესი კლასის მეკარესთვის დამახასიათებელი ყველანაირი მონაცემები გააჩნია“.

დონარუმას და „პარი სენ-ჟერმენის“ მომდევნო მოწინააღმდეგე ჩემპიონთა ლიგაში „ასტონ ვილა“ იქნება - პირველი მატჩი პარიზში 9 აპრილს, საპასუხო შეხვედრა კი ბირმინგემში 15 აპრილს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შესაძლოა, გუნდი გავარდნასაც გადაარჩინა“ - იტალიური მედიის გამოხმაურება
„შესაძლოა, გუნდი გავარდნასაც გადაარჩინა“ - იტალიური მედიის გამოხმაურება