ჩარლზ ოლივეირა
Aa
Aa

„BMF-ის ტიტული გვსურს“ - ოლივეირას მინიშნება ჰოლოუეიზე

მსუბუქ წონით დივიზიონში ილია თოფურიას გადასვლამ გეგმები ბევრ მებრძოლს აურია და მათ შორის არის ჩარლზ ოლივეირა, რომლის წარმომადგენლებსაც ჯერჯერობით წარმოდგენა არ აქვთ, თუ ვინ იქნება ბრაზილიელის მომდევნო მეტოქე. საკმაოდ დაბნეულია ოლივეირას მწვრთნელი დიეგო ლიმა, რომელმაც მედიის წარმომადგენლების კონკრეტულ შეკითხვაზე ასეთივე პასუხი ვერ გასცა:

„რა იქნება შემდეგში? სიმართლე გითხრათ წარმოდგენა არ მაქვს, რადგან ყველაფერი ისლამ მახაჩევის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. ჯერჯერობით თავად მას ვერ გადაუწყვიტავს, აპირებს თუ არა ნახევრადსაშუალო წონით დივიზიონში ანაცვლებას. თუ ეს არ გააკეთა, ვფიქრობ, ისლამი, ილია და ჩარლზი ივნისში იჩხუბებენ, თუმცა ვინ ვის დაუპირისპირდება, ეს ძალიან რთული სათქმელია.

ჩემპიონის ქამარი ოლივეირასთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ის ასევე დაინტერესებულია BMF-ის ტიტულით, რომელსაც ამჟამად მაქს ჰოლოუეი ფლობს. ეს ჩარლზისთვის ახალი გამოწვევაა და ამასთან დაკავშირებითაც მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ“.

კარიერაში გამართული 46 ორთაბრძოლიდან ჩარლზ ოლივეირას 35 მოგებული აქვს. ბოლოს ბრაზილიელი ოქტაგონზე 2024 წლის 17 ნოემბერს გავიდა და მაიკლ ჩენდლერი დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მახაჩევთან ილიას ნოკაუტისთვის ერთი დარტყმაც ეყოფა“ - ოლივეირას მწვრთნელი
„მახაჩევთან ილიას ნოკაუტისთვის ერთი დარტყმაც ეყოფა“ - ოლივეირას მწვრთნელი