„საუკეთესო ტატუები აქვს“ - ტრამპის თქმით, ის მაკგრეგორის ფანია
დონალდ ტრამპმა აღიარა, რომ კონორ მაკგრეგორის ფანია. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ირლანდიის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე ილაპარაკა.
თეთრი სახლის ლიდერის UFC-ს დიდი თაყვანისმცემელია და ბრძოლებსაც ხშირად ესწრება.
„მე ნამდვილად მომწონს თქვენი მებრძოლი. მას საუკეთესო ტატუები აქვს, რაც კი მინახავს. კონორი არაჩვეულებრივია. ირლანდიას ყოველთვის ჰყავდა ბევრი კარგი მებრძოლი. იცით, რატომ? იმიტომ, რომ ისინი ძალიან ძლიერები არიან“, - თქვა ტრამპმა.
შეგახსენებთ, რომ მაკგრეგორს MMA-ში 28 ჩხუბი აქვს ჩატარებული, საიდანაც 22 გამარჯვება მოიპოვა.
კონორს UFC-ში 2021 წლის შემდეგ არ უჩხუბია. ბოლოს იგი დასტინ პორიეს დაუპირისპირდა და ფეხი მოიტეხა, რის შემდეგაც ბრძოლა გაჩერდა.