ერთი დებიუტანტით - სომხეთთან მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა სომხეთის ეროვნულ ნაკრებთან გასამართი საპლეიოფო მატჩებისთვის 25-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.
სანიოლის არჩევანი ასეთია:
მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (ომონია არადიპუ, კვიპროსი), ლუკა გუგეშაშვილი (პანსერაიკოსი, საბერძნეთი)
დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (სალერნიტანა, იტალია), გიორგი გოჩოლეიშვილი (კოპენჰაგენი, დანია), საბა გოგლიჩიძე (ემპოლი, იტალია), ირაკლი აზაროვი (შახტარი, უკრაინა), ლუკა ლაცაბიძე (ჩერნომორეცი, უკრაინა)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), ნიკა კვეკვესკირი (ნირეჰაზა, უნგრეთი) ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), ლევან შენგელია (ოფი კრეტა, საბერძნეთი), გიორგი წიტაიშვილი (გრანადა, ესპანეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), შოთა ნონიკაშვილი (ჩერკასი, უკრაინა), გიორგი ზარია (კაირათი, ყაზახეთი), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი), გიორგი გულიაშვილი (სარაევო, ბოსნია და ჰერცეგოვინა), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი მიქაუტაძე (ლიონის ოლიმპიკი, საფრანგეთი)
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის მიერ შერჩეულ შემადგენლობაში ერთი დებიუტანტია. ფრანგმა სპეციალისტმა განაცხადში ოდესის ჩერნომორეცის 20 წლის მცველი, ლუკა ლაცაბიძე შეიყვანა.
ჩვენი გუნდი ერთა ლიგის პლეი-ოფის მატჩებისთვის მზადებას 17 მარტიდან დაიწყებს. ცნობისთვის, სომხეთის წინააღმდეგ პირველ შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო ხვიჩა კვარაცხელია და გურამ კაშია გამოტოვებენ.
შეგახსენებთ, რომ ჩვენი გუნდი სომხეთის ნაკრებთან პირველ შეხვედრას სტუმრად 20 მარტს გამართავს. საპასუხო მატჩი კი 23 მარტს დინამო არენაზე ჩატარდება. ორმატჩიან დუელში გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის B ლიგაში ადგილს შეინარჩუნებს.