რეალი
Aa
Aa

მე-40 მეოთხედფინალი - ექვსიდან ექვსი ატლეტიკოსთან

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გამართული ორმატჩიანი მადრიდული დუელი „რეალის“ გამარჯვებით დამთავრდა. როგორც „სამეფო კლუბმა“, ასევე „ატლეტიკომ“ საკუთარ სტადიონზე ჩატარებული თამაშები მოიგეს, „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ კი პენალტების სერიაში „ბლანკოსმა“ 4:1 გაიმარჯვა, რითაც არსებობის ისტორიაში ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის მეოთხედფინალის საგზური მეორმოცედ მოიპოვა, რაც ბუნებრივია ყველა დროის რეკორდია. ამ მხრივ მეორე პოზიციაზე „ბაიერნია“ - მიუნხენელები ლიგის რვა საუკეთესოს შორის 37-ჯერ მოხვდნენ.

„რეალს“ შეეძლო საქმე 11-მეტრიანების სერიამდე არ მიეყვანა, მაგრამ ვინისიუს ჟუნიორმა კილიან მბაპეს მიერ გამომუშავებული პენალტი ააცილა. სხვათა შორის ეს გახლდათ პირველი შემთხვევა, როდესაც ბრაზილიელმა კასტილიურ გრანდში ასპარეზობისას უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი ვერ გამოიყენა - ვინიმ წინა შვიდივე 11-მეტრიანის რეალიზება შეძლო. საინტერესოა ის ფაქტი, რომ „სამეფო კლუბს“ თანაქალაქელი „როხიბლანკო“ ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფში ექვსჯერ შეხვდა და ექვსივეჯერ დაამარცხა, თუმცა ისიც სათქმელია, რომ „ბლანკოსმა“ „ატლეტიკოს“ უკანასკნელი 10 მატჩიდან ძირითად დროში მხოლოდ ერთხელ მოუგო.

რაც შეეხება მადრიდელების მომდევნო მეტოქეს - „რეალის“ და „არსენალის“ გზები ევროპულ საკლუბო ტურნირზე მხოლოდ ერთხელ გადაიკვეთა - 2006 წელს გამართულ პლეი ოფის შეხვედრაში „მეთოფეებმა“ ტიერი ანრის ერთადერთი გოლით „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გაიმარჯვეს, ლონდონში გამართული საპასუხო შეხვედრა კი გატანილი ბურთების გარეშე დასრულდა და მომდევნო ეტაპზე ლონდონელები გავიდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ინგლისელს აქამდე ეს არ გაუკეთებია - სტერლინგის უნიკალური რეკორდი
ინგლისელს აქამდე ეს არ გაუკეთებია - სტერლინგის უნიკალური რეკორდი