ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„პსჟ-ის აღმავლობაში გადამწყვეტი როლი ითამაშა“ - Tmw კვარაზე

გავლენიანი იტალიური სააგენტო, Tuttomercatoweb-ი პსჟ-ში ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში გატარებულ პერიოდს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ქართველმა ფეხბურთელმა პარიზული გუნდის აღმავლობაში გადამწყვეტი როლი ითამაშა.

რა წერია სტატიაში:

„თავიდან, მისთვის ყველაფერი რთულად დაიწყო, შემდეგ კი საგრძნობლად გაიზარდა. ხვიჩა კვარაცხელია პარი სენ-ჟერმენს აღზევებაში დაეხმარა. სწორედ მისი ჩამოსვლის შემდეგ გადაწყდა კოლო მუანის ბედი, დემბელეს კი ცენტრალიზებული თავდამსხმელის პოზიციაზე თამაშის შესაძლებლობა მისცა, რითაც თავის თავს და ბარკოლას ფლანგებზე ახალი ამოცანები შეუქმნა“.

„თავის ახალ გუნდთან ის სრულად ინტეგრირებული გახდა, ეს იმის გამოც მოხდა, რომ თავადაც დიდი სურვილი ჰქონდა. ამ ზაფხულს, მას და ოსიმენს დიდი შეთავაზებები ჰქონდათ, მაგრამ საბოლოოდ, ეს შეთავაზებები ნაპოლიმ დაბლოკა. იმის გამო, რომ მან ნეაპოლში შესაბამისი პირობები ვერ მიიღო, იანვარში ერთგვარი აჯანყება მოახდინა და თავისი პოზიცია მკაფიოდ დაასახელა. ასე რომ, კვარაცხელია საბოლოოდ ბედნიერია“.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-ში მიმდინარე წლის იანვარში გადავიდა. პარიზული გუნდის მაისურით კვარამ ყველა ტურნირზე 13 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა. ორი დღის წინ, მისმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში „ლივერპული“ პენალტების სერიაში დაამარცხა და 1/4 ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა, სადაც მეტოქე ინგლისური „ასტონ ვილა“ იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ძირითადად დაცვით მოვალეობებს ასრულებდა“ | რას წერს LEquipe-ი კვარაზე
„ძირითადად დაცვით მოვალეობებს ასრულებდა“ | რას წერს LEquipe-ი კვარაზე