რაჰიმ სტერლინგი
Aa
Aa

ინგლისელს აქამდე ეს არ გაუკეთებია - სტერლინგის უნიკალური რეკორდი

რაჰიმ სტერლინგი ინგლისური საკლუბო ფეხბურთის ისტორიაში უნიკალური რეკორდის ავტორი გახდა. „არსენალი“ – „პსვ ეინდჰოვენის“ (2:2) ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო შეხვედრაში, 30 წლის ნახევარმცველმა ორი საგოლე პასი შეასრულა და მისი გადაცემით „მეთოფეები“ ჯერ ოლექსანდრ ზინჩენკომ დააწინაურა, შემდეგ კი დეკლან რაისმა.

ასისტების დუბლის ავტორი სტერლინგი, რომელიც მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს, გახდა ისტორიაში პირველი ინგლისელი ფეხბურთელი, რომელმაც ევროპულ საკლუბო ტურნირებზე პრემიერ ლიგის ერთბაშად ოთხი სხვადასხვა კლუბის, „ლივერპულის“, „მანჩესტერ სიტის“, „ჩელსისა“ და „არსენალის“ რიგებში მინიმუმ ერთი საგოლე მოქმედებით მაინც გამოიჩინა თავი. „წითლებში“ (2011-2015) სტერლინგმა 129 მატჩში 23 გოლი გაიტანა, „ქალაქელებში“ (2015-2022) მის ანგარიშზე 339 შეხვედრაში 131 გოლი იყო, „არისტოკრატებში“ (2022-2024) ასპარეზობისას 81 თამაშში 19 გოლით გამოირჩა, ხოლო „კანონირებში“  23 მატჩში ერთხელ დაამწუხრა მეტოქე გუნდი.

შეგახსენებთ, რომ „არსენალმა“ ორი მატჩის ჯამში „ეინდჰოვენელები“ 9:3 დაამარცხა და ლიგის მეოთხედფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე მადრიდის „რეალი“ იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლონდონის ჩელსი - ნათელი მაგალითი, თუ როგორ არ უნდა მართო კლუბი
ლონდონის ჩელსი - ნათელი მაგალითი, თუ როგორ არ უნდა მართო კლუბი