სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

მამუკელაშვილის ერთი მოხსნა - სან ანტონიომ დალასს მოუგო

„სან ანტონიომ“ NBA-ში 3-მატჩიანი წაგებათა სერია დაასრულა და საკუთარ დარბაზში „დალასს“ 10-ქულიანი სხვაობით, 126:116 მოუგო. იქამდე იყო იმავე „მავერიქსთან“ (129:133) ამავე დარბაზში განცდილი მარცხი და სტუმრად „მინესოტასთან“ (124:141) და „საკრამენტოსთან“ (109:127) წაგებები. სამწუხაროდ, ტრადიცია გაგრძელდა და „სპურსის“ ქართველ ლეგიონერს სანდრო მამუკელაშვილს ამჯერადაც მინიმალური სათამაშო დრო მიეცა.

25 წლის ქართველმა კალათბურთელმა არასრულ 4 წუთში მხოლოდ 1 მოხსნის დაგროვება მოასწრო, რომელიც თავდასხმაში ასპარეზობისას შეასრულა. მატჩის საუკეთესო კალათბურთელი კი სანდროს თანაგუნდელი დე’აარონ ფოქსი გახლდათ - მას სამმაგ დუბლამდე ძალიან ცოტა დააკლდა და შეხვედრა 32 ქულით, 11 ასისტითა და 9 მოხსნით დაასრულა. რაც შეეხება „მავერიქსს“, დალასელთა რიგებში საუკეთესო შთაბეჭდილება 19 ქულის, 6 ასისტისა და 3 მოხსნის ავტორმა ბრენდონ უილიამსმა დატოვა.

„სან ანტონიო“ 64 თამაშის შემდეგ 27 მოგებითა და 37 წაგებით დასავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას მამუკელაშვილი და მისი თანაგუნდელები „შარლოტ ჰორნეტსთან“ გამართავენ, რომელიც შაბათს დილით, თბილისის დროით 04:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კავაი ლეონარდის გეიმ ვინერი | კლიპერსმა საკრამენტო ოვერტაიმში დაამარცხა
კავაი ლეონარდის გეიმ ვინერი | კლიპერსმა საკრამენტო ოვერტაიმში დაამარცხა