ატლეტიკო, კარლო ანჩელოტი, მადრიდის რეალი
Aa
Aa

ანჩელოტი: “დიახ, ალვარესი ბურთს ორჯერ შეეხო“

მადრიდის რეალმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, პენალტების სერიაში თანაქალაქელი ატლეტიკო დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა.

მატჩის დასრულების შემდეგ, სამეფო კლუბის მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ Movistar-თან კომენტარი გააკეთა.

ანჩელოტი:

„ალვარესის პენალტი? დიახ ეს ცოტა უცნაური იყო. ის ბურთს ორჯერ შეეხო. პენალტები ლატარიაა, ეს ყველამ ვიცით. საერთო ჯამში რთული თამაში იყო, რადგან მათ პირველივე წუთზე გაიტანეს. ამან დინამიკა შეცვალა. ატლეტიკო ძალიან კარგად იცავდა თავს და კონტრ-შეტევებზე სახიფათო იყო. ბევრი მომენტი ვერ შევქმენით..

მთავარი იყო, რომ კონტროლი არ დაგვეკარგა. პირველი ტაიმი მეორეზე კარგი იყო. მაქსიმალურად ვცდილობდით კონტრ-შეტევების თავიდან აცილებას. სიმართლე გითხრათ, პენალტების სერია არ მინდოდა და მაქსიმალურად ვეცადე დამატებით ტაიმში გაგვეტანა. კამავინგამ გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. ბრაჰიმიც კარგი იყო. სამწუხაროდ მენდი დაშავდა, მაგრამ ჩვენ ბრძოლას ვაგრძელებთ.

პენალტის დამრტყმელები? მეხუთე პენალტის შემსრულებლად ენდრიკს განვიხილავდი, მაგრამ რუდიგერი გადავწყვიტე. ამაზე ბევრი ვისაუბრეთ. როცა ენდრიკმა გაიგო, რომ მეხუთეს უნდა დაერტყა ის არც ისე ბედნიერი ჩანდა. სწორედ ამიტომ შევცვალე გადაწყვეტილება.“

შეგახსენებთ, რომ რეალი მეოთხედფინალში არსენალს დაუპირისპირდება. სხვა წყვილები კი ასეთია. პარი სენ ჟერმენი და ხვიჩა კვარაცხელია ასტონ ვილასთან გაარკვევენ ნახევარფინალისტის ვინაობას, ბარსელონა მისთვის კარგად ნაცნობ დორტმუნდს შეხვდება, ხოლო ბოლო წყვილი 2010 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის გამეორებაა - ინტერი ბაიერნის წინააღმდეგ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ალვარესს საშინლად არ გაუმართლა - რეალმა მოიგო და შემდეგ ეტაპზეა
ალვარესს საშინლად არ გაუმართლა - რეალმა მოიგო და შემდეგ ეტაპზეა