ნიკოლოზ ბასილაშვილი
Aa
Aa

ფინიქსის ჩელენჯერი - ბასილაშვილი პირველივე წრეში დამარცხდა

ფინიქსის ჩელენჯერის პირველ წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილი ფრანგ კორენტინ მუტეს დაუპირისპირდა და უშანსოდ ორ სეტში 3:6 2:6 დამარცხდა.

ნიკოლოზმა მატჩი ცუდად დაიწყო და პირველივე გეიმი წააგო. მეექვსე გეიმში ქართველმა ჩოგბურთელმა ბრეიკი შეასრულა და წონასწორობა აღადგინა, თუმცა ამის შემდეგ, თავისი ზედიზედ ორი ჩაწოდება დათმო და სეტიც წააგო.

მეორე სეტში კვლავ ფრანგი იყო უკეთესი. მუტემ 3 ბრეიკი შეასრულა, ხოლო ბასილაშვილმა ერთი. ეს ყველაფერი კი ლოგიკურ ანგარიშში აისახა.

შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის, ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP რეიტინგში 412 ქულით 144-ე პოზიციაზე იმყოფება.

ასევე გეტყვით, რომ ფინიქსის ჩელენჯერზე გასვლით, ქართველმა ჩოგბურთელმა 29 სარეიტინგო ქულა დააგროვა და მსოფლიო რეიტინგში 8 პოზიციით დაწინაურდა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვერ თამაშობს და მაინც პირველია - სინერის მე-40 კვირა
ვერ თამაშობს და მაინც პირველია - სინერის მე-40 კვირა