შერმადინის 2 ქულა - ტენერიფემ ჩემპიონთა ლიგაზე მეოთხე მატჩი მოიგო
საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მორიგ ტურში ლაგუნა ტენერიფე რეჯიანას ესტუმრა და 84:74 დაამარცხა.
როგორც ყოველთვის, გიორგი შერმადინი ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა, რომელსაც სუსტი მატჩი ჰქონდა.
ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 16 წუთი და 46 წამი გაატარა. ამ პერიოდის განმავლობაში 2 ქულას და 5 მოხსნას მოუყარა თავი.
შერმადინმა ორჯერ სცადა 2-ქულიანის ჩაგდება, მაგრამ ვერ ჩააგდო. 4-ჯერ შეასრულა საჯარიმო ტყორცნა და ზუსტი 2 იყო. 5 მოხსნიდან 3 საკუთარ ფერზე შეასრულა, 2 მეტოქის.
აღნიშნულ დაპირისპირებაში ტენერიფეს 25 ქულით, 1 მოხსნით და 2 პასით კრამერმა ულიდერა.
ცნობისთვის, ტენერიფემ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ოთხიდან ოთი მატჩი მოიგო და 8 ქულით ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია. შემდეგ ტურში, ვიდორეტას გუნდი ფეთკიმ სპორს ესტუმრება.
???? ¡Triunfo de prestigio en Reggio Emilia y billete para los cuartos de final!
— La Laguna Tenerife (@CB1939Canarias) March 12, 2025
???? #LaLagunaTenerife levanta un -16 y obtiene el pase a la siguiente ronda como primer clasificado
???????? #VamosCanarias #LaLagunaTenerife #SeLlevaDentro pic.twitter.com/8RodXSkI9t