უოტფორდმა სუონსის მოუგო - ჩაკვეს საგოლე მომენტი არ ჰქონია
ჩემპიონშიფის 37-ე ტურში „უოტფორდი“, რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი, გიორგი ჩაკვეტაძე იცავს, საკუთარ კედლებში „სუონსის“ დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით იმარჯვა.
მატჩის ერთადერთი გოლი 27-ე წუთზე გავიდა - „გედებმა“ ბურთი საკუთარ ნახევარზე დაკარგეს, რის შემდეგაც თომას ინსის პასით თავი მუსა სისოკომ გამოიჩინა.
რაც შეეხება გიორგი ჩაკვეტაძეს, ტომ ქლევერლიმ ის ძირითად შემადგენლობაში, შეტევის მარცხენა ფლანგზე ათამაშა და 84-ე წუთზე შეცვალა.
ქართველმა ფეხბურთელმა Sofascore-ისგან 6,8-იანი შეფასება დაიმსახურა, მისი სტატისტიკა კი ასეთი იყო: 35 შეხება ბურთთან, 24-დან 19 ზუსტი პასი (79%), 1 საკვანძო პასი, 1 არაზუსტი გრძელი პასი, 2-დან 1 წარმატებული დრიბლინგი და 6-დან 4 მოგებული ორთაბრძოლა. გიორგიმ 8-ჯერ დაკარგა ბურთი და მეტოქეს ერთხელ დაარღვევინა წესები.
ჩაკვეს გამორჩეული მომენტები:
37 მატჩის შემდეგ „უოტფორდს“ 52 ქულა აქვს და ამ დროისთვის ჩაკვეს გუნდი ჩემპიონშიფის სატურნირო ცხრილის მე-10 ადგილზეა. მომდევნო მატჩს „უოტფორდი“ 15 მარტს, გასვლაზე „ოქსფორდ იუნაიტედის“ წინააღმდეგ გამართავს.