ლილი დამარცხებულია - დორტმუნდი მეოთხედფინალშია და ბარსელონა ელის
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის განმეორებით მატჩში დორტმუნდის ბორუსია ლილს ესტუმრა და მძიმე ბრძოლაში 2:1 დაამარცხა. გერმანული გუნდი მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ბარსელონას დაუპირისპირდება.
აღსანიშნავია, რომ ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს. თავი უკვე მე-5 წუთზე ჯონათან დევიდმა პენალტის ნიშნულიდან გაიტანა და ფრანებმა პირველი ტაიმი 1:0 მოიგეს.
მეორე ტაიმში, სტუმრები გააქტიურდნენ და 54-ე წუთზე ასევე პენალტის ნიშნულიდან წონასწორობა აღადგინა. 65-ე წუთზე გირასის გადაცემა ბეიერმა გამოიყენა და დორტმუნდი წინ გაიყვანა.
დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა და როგორც უკვე მოგახსენეთ, ბორუსია მეოთხედფინალში გავიდა.
შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი დაპირისპირება გერმანიაში 1:1 დასრულდა. დორტმუნდმა ორი მატჩის ჯამში 3:2 მოიგო.
ასევე შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში, ჩემპიონთა ლიგის ფაზაზე დორტმუნდი და ბარსელონა ერთხელ უკვე შეხვდნენ ერთმანეთს. მატჩი გერმანიაში გაიმართა და ბლაუგრანამ 3:2 მოიგო.