ბარსელონა, ლამინ იამალი
Aa
Aa

“ეს მათი ცუდი აღზრდის შედეგია“ - იამალის პასუხი რასისტულ შეურაცხყოფაზე

ლამინ იამალი თანამედროვე ფეხბურთის სუპერვარსკვლავად ჩამოყალიბდა. ესპანელ გარემარბს უდიდესი მომავალი აქვს, მაგრამ კარგ ფეხბურთელობასთან ერთად, საკმაოდ ჭკვიანი ადამიანიც გახლავთ.

ბენფიკას დამარცხების შემდეგ, ლამინი ჟურნალისტების წინაშე წარსდგა. ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მას იმ რასისტული შეურაცხყოფის შესახებ ჰკითხა, რომელიც მას ოქტომბერში გამართული ელ კლასიკოს დროს, სანტიაგო ბერნაბეუს სახელობის სტადიონზე მიაყენეს, რაზეც მან საკმაოდ საინტერესო პასუხი გასცა.

იამალი:

„წარმოიდგინეთ მოვიგეთ და როგორი შეურაცხყოფები მომაყენეს. წაგების შემთხვევაში რა იქნებოდა? საბოლოო ჯამში ეს მაინც ცხოვრებით ტკბობაა.

როდესაც ვინმე შეურაცხყოფას გაყენებს, შესაძლოა ეს მისი ცუდი აღზრდით იყოს გამოწვეული ან სწორი ფასეულობები არ აქვს ცხოვრებაში მიღებული. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ასეთ ადამიანებს ყურადღება არ უნდა მივაქციოთ.“

ლამინ იამალმა ისეთი პასუხი გასცა, რომ ბევრ ზრდასრულ ფეხბურთელს შეშურდებოდა. მისი ეს პასუხი კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ესპანელი ფეხბურთელი უკვე დაღვინებული და ჩამოყალიბებულია. ეს კი მისი დიდებული მომავლის ერთ-ერთი საიმედო გარანტიაა.

შეგახსენებთ, რომ 17 წლის სუპერვარსკვლავმა მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე ერთად 37 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 12 გოლი გაიტანა და 17 საგოლე გადაცემა შეასრულა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ძალიან რთული მატჩები იქნება“ - კეინი ინტერთან დაპირისპირებაზე
“ძალიან რთული მატჩები იქნება“ - კეინი ინტერთან დაპირისპირებაზე