UFC 313-ის ფინანსები - ფიზიევმა, გეიჯიმ და ანკალაევმა ჯამში პერეირაზე ნაკლები თანხა მიიღეს
ცნობილი გახდა, რამდენი გამოიმუშავეს UFC 313-ის მონაწილე მებრძოლებმა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა GiveMeSport-ი ავრცელებს.
როგორც მოსალოდნელი იყო, ყველაზე დიდი თანხა ბრაზილიელმა ალექს პერეირამ გამოიმუშავა, რომელიც ღონისძიებას ქვემძიმე წონითი დივიზიონის მოქმედი ჩემპიონის რანგში ხვდებოდა. კერძოდ, პერეირამ ანკალაევთან ჩხუბისთვის 2 942 000 დოლარი მიიღო.
აღსანიშნავია, რომ თავად ანკალაევმა, რომელმაც „პოატანი“ მსაჯთა გადაწყვეტილებით დაამარცხა და ჩემპიონის ქამარს დაეუფლა, მხოლოდ 632 000 დოლარი მიიღო.
თანამთავარი მოვლენის მონაწილეებმა, ჯასტინ გეიჯიმ და რაფაელ ფიზიევმა, შესაბამისად, 1 661 000 და 306 000 დოლარი გამოიმუშავეს.
გეიჯისა და ფიზიევის შემოსავალი საგრძნობლად გაიზარდა იმის ხარჯზე, რომ მათი ჩხუბი ღონისძიების ყველაზე სანახაობრივ ჩხუბად აღიარეს, რამაც თითოეულ მებრძოლს 50-50 ათასი დოლარი მოუტანა.