ბაიერნი, ინტერი, ჰარი კეინი
Aa
Aa

“ძალიან რთული მატჩები იქნება“ - კეინი ინტერთან დაპირისპირებაზე

მიმდინარე სეზონის ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში სუპერ დაპირისპირება მივიღეთ. ერთმანეთის წინააღმდეგ მიუნხენის ბაიერნი და მილანის ინტერი ითამაშებენ.

ამ მატჩთან დაკავშირებით, რეკორდმაისტერის მთავარმა დამრტყმელმა ძალამ ჰარი კეინმა ისაუბრა.

კეინი:

„რთული თამაშები იქნება. ინტერი თავის ჩემპიონატში ლიდერია. ისინი კარგ ფეხბურთს თამაშობენ და თავს მშვენივრად იცავენ. განსაკუთრებით რთული სან სიროზე თამაში იქნება. ეს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო სტადიონია.

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ვართ და საუკეთესო გუნდებს უნდა დავუპირისპირდეთ. სხვანაირად წარმოუდგენელია. ახლა სულ ცოტა ხნით ბუნდესლიგაზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი და შემდეგ კვლავ ჩემპიონთა ლიგაზე გადავერთვებით.“

შეგახსენებთ, რომ ბაიერნმა მერვედფინალში ლევერკუზენის ბარიერი დაძლია, ინტერმა კი ფეიენოორდს აჯობა.

ბაიერნის და ინტერის პირველი დაპირისპირება მიუნხენში 8 აპრილს გაიმართება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

ასევე შეგახსენებთ, ჰარი კეინს დიდებული სეზონი აქვს. ინგლისელმა თავდამსხმელმა ყველა ტურნირზე ერთად 36 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 32 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ლუის ენრიკე: პსჟ პენალტების სერიისთვის არ ემზადებოდა
ლუის ენრიკე: პსჟ პენალტების სერიისთვის არ ემზადებოდა