ჩიმაევი: ჩემს კარიერაში ყველა რთული მეტოქე უსმანი იყო
UFC-ის ჩეჩენმა მებრძოლმა, ხამზატ ჩიმაევმა კარიერაში ყველაზე რთულ მეტოქედ კამარუ უსმანი დაასახელა.
„ის თავს კარგად იცავდა. უფრო სწორად, გრემპლინგისგან იცავდა თავს კარგად. უსმანი არც ისე ცუდად ჩხუბობს. ის კისერს იცავდა - მის „მოხრჩობას“ 5 წუთი ვცდილობდი“, - თქვა ჩიმაევმა.
შეგახსენებთ, რომ ჩიმაევი-უსმანის ბრძოლა 2023 წლის ოქტომბერში, აბუ-დაბუში გაიმართა. ხამზატმა მსაჯების უმრავლესობის გადაწყვეტილებით გაიმარჯვა.
გეტყვით ასევე, რომ 30 წლის ჩიმაევის ანგარიშზე 14 გამარჯვება და არც ერთი მარცხია. ბოლო ჩხუბი მან გასული წლის 26 ოქტომბერს, UFC 294-ზე გამართა და ავსტრალიელი რობერტ უიტეკერი მახრჩობელა ილეთით დაამარცხა.