ილია თოფურია, ისლამ მახაჩევი
Aa
Aa

„მახაჩევთან ილიას ნოკაუტისთვის ერთი დარტყმაც ეყოფა“ - ოლივეირას მწვრთნელი

UFC-ის ექსჩემპიონის, ჩარლზ ოლივეირას მწვრთნელმა და მენეჯერმა, დიეგო ლიმამ ილია თოფურიასა და ისლამ მახაჩევს შორის პოტენციურ ჩხუბზე ისაუბრა და თავისი პროგნოზიც გააკეთა.

„ეს ორი შესანიშნავი მებრძოლის ჩხუბი იქნება. ფსონს მახაჩევზე გავაკეთებდი: ის უნივერსალია და ტექნიკურადაც სჯობნის მეტოქეს. გარდა ამისა, ისლამი ჭკვიანია და ფიზიკურადაც ილიაზე დიდია.

როგორც გულშემატკივარს, მესმის მათიც, ვინც თოფურიასკენ იქნება. ილია მეც მომწონს, ის გალიაში ყოველთვის ნოკაუტს ეძებს. ილია კარგად მოძრაობს და სახიფათოა დგომში, ამიტომ, ვფიქრობ, მახაჩევი შეეცდება, ის პარტერში გადაიყვანოს, თუმცა ილიას ნოკაუტისთვის ერთი დარტყმაც ეყოფა“.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ტიტული ვაკანტური გახადა და კარიერას მსუბუქ წონაში გააგრძელებს.

ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნება „ელ მატადორის“ შემდეგი მეტოქე, მაგრამ მედიაში აქტიურად იწერება მასსა და მსუბუქი წონის ჩემპიონს, ისლამ მახაჩევს შორის პოტენციურ ჩხუბზე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თოფურიამ საკმაოდ გაბედული ნაბიჯი გადადგა“ - ჩენდლერმა ილიაზე ისაუბრა
„თოფურიამ საკმაოდ გაბედული ნაბიჯი გადადგა“ - ჩენდლერმა ილიაზე ისაუბრა