ილია თოფურია, მაიკლ ჩენდლერი
Aa
Aa

„თოფურიამ საკმაოდ გაბედული ნაბიჯი გადადგა“ - ჩენდლერმა ილიაზე ისაუბრა

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, მაიკლ ჩენდლერმა SHAK MMA-სთან საუბრისას ილია თოფურიას მსუბუქ წონაში გადასვლაზე ისაუბრა და ქართველი მებრძოლი მიღებული გადაწყვეტილებისთვის შეაქო.

რას ამბობს ჩენდლერი:

„ის აღარ არის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი, იმიტომ რომ ეს ბიჭი თავის თავში ძალიან დარწმუნებულია და ჩემპიონის ქამარი მხოლოდ იმის გამო დათმო, რომ 155 ფუნტში ასულიყო. ეს საკმაოდ კარგი და გაბედული ნაბიჯია. როგორც წესი ჩემპიონი წონას მაშინ იცვლის, როდესაც თავის დივიზიონში ხდება ჩემპიონი, შემდეგ დროებით წონას შეიცვლის, 155-ში მეორე ქამრის მოპოვებას ეცდება და შემდეგ ისევ თავის დივიზიონში ბრუნდება. ეს თავისთავად, სანახაობისთვის კეთდება, მაგრამ თოფურიას გადაწყვეტილება უფრო პატივსაცემია, რადგან მან წონის შეცვლის გამო ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონობა დათმო“.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ წონის ცვლილების შესახებ რამდენიმე კვირის წინ გამოაცხადა. ჯერჯერობით, მსუბუქ წონაში „მატადორს“ ბრძოლა არ ჩანიშვნია, მაგრამ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დიდი შანსია, რომ ის წონის მოქმედ ჩემპიონს, ისლამ მახაჩევს შეხვდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ილიას უკეთესი სტრაიკინგი აქვს“ | ცარუკიანი მახაჩევისა და თოფურიას პოტენციურ ჩხუბზე
„ილიას უკეთესი სტრაიკინგი აქვს“ | ცარუკიანი მახაჩევისა და თოფურიას პოტენციურ ჩხუბზე