ლუის ენრიკე
Aa
Aa

„ექსპერიმენტებს შეეშვა“ - ფრანგი ჟურნალისტი ლუის ენრიკეს აქებს

RMC Sport-ის ჟურნალისტმა, დანიელ რიოლომ „ლივერპულისა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ გუშინდელი მატჩი შეაფასა და პარიზეთლთა თავკაცზე, ლუის ენრიკეზე ისაუბრა.

რას ამბობს ჟურნალისტი:

„ასეთ სტილში „ენფილდზე“ თამაში და წარმატება გუნდის წინააღმდეგ, რომელსაც მანამდე ტურნირის ფავორიტად მიიჩნევდნენ, შესანიშნავია. ყოველ წელს პსჟ ერთ ძალიან კარგ მატჩს ატარებს. შარშან ეს „ბარსას“ წინააღმდეგ იყო. ყოველ წელს გულშემატკივრები ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე ოცნებობენ, მაგრამ ამჯერად იმედები უფრო საფუძვლიანია.

შემდეგი სავარაუდო მეტოქე „ასტონ ვილაა“, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე იშვიათად თამაშობს, ამიტომ პირდაპირ ნახევარფინალზე უნდა ვიფიქროთ, სადაც შესაძლოა „რეალს“ შევხვდეთ.

ვულოცავ ლუის ენრიკეს, მან ძალიან ბევრი რამ შეცვალა. ენრიკე შეეშვა ექსპერიმენტებს, რაც ფეხბურთელებში დაბნეულობას იწვევდა. ახლა ენრიკე ნამდვილ კოლექტივს ქმნის, სადაც ყველას თავისი ფუნქციები ესმის“.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში პსჟ-ის მეტოქე „ასტონ ვილასა“ და „ბრიუგეს“ შორის გამარჯვებული იქნება. „ასტონ ვილამ“ ბელგიურ კლუბთან პირველი მატჩი სტუმრად 3:1 მოიგო, საპასუხო შეხვედრა კი დღეს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„შესაძლოა, გუნდი გავარდნასაც გადაარჩინა“ - იტალიური მედიის გამოხმაურება
„შესაძლოა, გუნდი გავარდნასაც გადაარჩინა“ - იტალიური მედიის გამოხმაურება