ლუის ენრიკე: პსჟ პენალტების სერიისთვის არ ემზადებოდა
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში, „ლივერპული’’ „ენფილდზე’’ პსჟ-სთან დამარცხდა. ხვიჩა კვარაცხელიას გუნდმა „წითლები“ პენალტების სერიაში დაამარცხა.
პარიზელების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ თქვა, რომ მისი გუნდი პენალტების სერიისთვის არ ემზადებოდა.
„ჩემი გამოცდილება მკარნახობს: გასულ მსოფლიო ჩემპიონატზე, ესპანეთი-მაროკოს მატჩში, ჩვენ 3 პენალტი გავიტანეთ. შემსრულებლები მაღალი კლასის მოთამაშეები იყვნენ. ამჯერად ჩვენ პენალტებისთვის არ ვემზადებოდით. საბოლოო ჯამში, ყველაფერი დამოკიდებულია ფეხბურთელებისა და მეკარის შეგრძნებებზე, ვიდრე იმაზე, მე რას ვფიქრობ. ეს ლატარიაა, რომელიც საბოლოოდ, ლატარია არ არის. ჩემი ფეხბურთელების განწყობა გამოჩნდა იმაში, თუ როგორ შეასრულეს პენალტები - თავდაჯერებულად და ზუსტად. დონარუმამაც თავისი საქმე გააკეთა“, - თქვა ენრიკემ.
შეგახსენებთ, რომ პსჟ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „ასტონ ვილასა“ და „ბრიუგეს“ შორის გამარჯვებულს შეხვდება. მატჩი დღეს გაიმართება.