დიეგო მარადონა
Aa
Aa

საშინელებათა თეატრი და მკვლელობის ბრალდება | მარადონას გარდაცვალების პროცესი

არგენტინაში, დიეგო მარადონას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროკურატურის წარმომადგენლები 7 ექიმს, რომლებიც ლეგენდარულ ფეხბურთელს მკურნალობდნენ და შემდეგ სახლში გაწერეს, დაუდევრობაში ადანაშაულებენ.

სასამართლო პროცესის პირველ დღეს, პროკურორმა პატრისიო ფერარიმ ფოტოები წარმოადგინა, რომლებიც მარადონას ცხედარს გადაუღეს. მათზე ჩანს, რომ დიეგოს მუცელი მთლიანად გასივებულია.

„შეხედეთ ამ ფოტოს. აი, ასე გარდაიცვალა მარადონა. სამედიცინო გუნდი, რომელიც მას უვლიდა და ასევე, ის ადამიანები, რომელთა დაუდევრობის გამოც, საავადმყოფოში გადაყვანა დაგვიანდა, პასუხისმგებლობაში უნდა მიეცნენ“, - განაცხადა ფერარიმ პროცესზე.

ლეგენდარული დიეგოს ქალიშვილების ადვოკატმა, ფერნანდო ბურლანდომ განაცხადა, რომ მარადონა მოკლეს და დასძინა, რომ იგი საავადმყოფოში რომ დარჩენილიყო, მეტხანს იცოცხლებდა.

„სახლში ჰოსპიტალიზაცია დაუდევარი, უპრეცედენტო და არასწორი გადაწყვეტილება იყო. სახლში არანაირი კონტროლი, არანაირი პროტოკოლი არ არსებობდა და საშინელებათა თეატრი იყო, სადაც დიეგო გარდაიცვალა. არავის გაუკეთებია ის, რაც უნდა გაეკეთებინა“.

სამედიცინო შტაბის წარმომადგენლების თქმით, მარადონა დაჟინებით ითხოვდა, სახლში გაეწერათ და ეს გადაწყვეტილება სწორედ ამიტომ იქნა მიღებული. სხვათა შორის, ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში, ექიმებს სასჯელის სახით, 25 წლამდე პატიმრობა ემქურებათ.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„სრულყოფილი პერფორმანსი, თავდადება დაცვაში“ | ფრანგული პრესა კვარას თამაშს აფასებს
„სრულყოფილი პერფორმანსი, თავდადება დაცვაში“ | ფრანგული პრესა კვარას თამაშს აფასებს