ალისონი პსჟ-თან მარცხზე: არაჩვეულებრივი გუნდი ჰყავთ
„ლივერპულის“ მეკარემ, ალისონ ბეკერმა „პარი სენ-ჟერმენის“ წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის განმეორებითი მატჩი შეაფასა.
ბრაზილიელი ფეხბურთელის თქმით, მეტოქემ ძალიან კარგად ითამაშა.
„მათ არაჩვეულებრივი გუნდი ჰყავთ. ამის მიღება რთულია, რადგან ვიცით, რომ შეგვეძლო, უფრო მეტი გაგვეკეთებინა. თუმცა წუწუნის დრო არ გვაქვს - წინ ინგლისის თასის ფინალია, შემდეგ კი პრემიერ ლიგის მატჩები. ჩვენ ბევრი მომენტი შევქმენით, პსჟ-მაც. მეტოქე თავს კარგად იცავდა, დონარუმამ კი დიდებულად ითამაშა. თუმცა ფეხბურთი ასეთია - აქ ყველაფერი შეიძლება მოხდეს“, - თქვა ალისონმა.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში, „ლივერპული’’ „ენფილდზე’’ პსჟ-სთან დამარცხდა. ხვიჩა კვარაცხელიას გუნდმა „წითლები“ პენალტების სერიაში დაამარცხა.
პსჟ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „ასტონ ვილასა“ და „ბრიუგეს“ შორის გამარჯვებულს შეხვდება. მატჩი დღეს გაიმართება.