ლამინ იამალმა ჩემპიონთა ლიგაზე რეკორდი დაამყარა
„ბარსელონას“ 17 წლის თავდამსხმელი, ლამინ იამალი ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახდა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, რომელმაც 1 მატჩში გოლი+ასისტი გაიფორმა.
როგორც BBC წერს, წინა რეკორდი ინგლისელ ფორვარდ, თეო უოლკოტს ეკუთვნის, რომელიც იმ დროისთვის 19 წლის იყო.
„ბარსა“ წუხელ „ბენფიკას“ დაუპირისპირდა, 3:1 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა.
შეგახსენებთ, რომ ლამინი „ბლაუგრანას“ გაზრდილი გახლავთ, პირველ გუნდში დებიუტი კი 2023 წელს ჰქონდა.
მიმდინე სეზონში იამალმა 37 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 17 ასისტი მიითვალა. რაც შეეხება უშუალოდ ჩემპიონთა ლიგას, ახალგაზრდა სუპერ ვარსკვლავის ანგარიშზე 19 მატჩი, 3 გოლი და 5 შედეგიანი გადაცემაა.