ნასერ ალ ხელაიფი
Aa
Aa

ალ-ხელაიფი: პსჟ-ს ფეხბურთელებმა ისტორია დაწერეს

პარი სენ-ჟერმენის პრეზიდენტმა, ნასერ ალ-ხელაიფიმ „ლივერპულზე“ გამარჯვებას, ისტორიული მიღწევა უწოდა.

მისივე თქმით, გუნდს მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელი ჰყავს.

„ბედნიერები ვართ, რომ არაჩვეულებრივი მატჩი ჩავატარეთ ახალგაზრდა ფეხბურთელებთან ერთად. თუმცა გვინდა მოკრძალებულები დავრჩეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ჩემპიონთა ლიგის მოგებას ვაპირებთ, მაგრამ არა - ჩვენ ჯერ კიდევ ძალიან შორს ვართ ამისგან. ფეხბურთელებმა პსჟ-ს ისტორია დაწერეს და ეს ისტორია შეიძლება კიდევ უფრო ლამაზი გახდეს უახლოეს კვირებში“, - თქვა ალ-ხელაიფიმ.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში, „ლივერპული’’ „ენფილდზე’’ პსჟ-სთან დამარცხდა. ხვიჩა კვარაცხელიას გუნდმა „წითლები“ პენალტების სერიაში დაამარცხა.

პსჟ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „ასტონ ვილასა“ და „ბრიუგეს“ შორის გამარჯვებულს შეხვდება. მატჩი დღეს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ფლანგზე ენერგიის ნამდვილი აფეთქება გამოავლინა“ - Le Parisien კვარაზე
“ფლანგზე ენერგიის ნამდვილი აფეთქება გამოავლინა“ - Le Parisien კვარაზე