ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ბრწყინვალედ თამაშობს“ | იური სიომინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა

ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, იური სიომინმა ქართველ ფეხბურთელზე ისაუბრა. სიომინი „ლივერულისა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ დაპირისპირებას გამოეხმაურა და „კვარა“ შეაქო.

„პარი სენ-ჟერმენი უფრო შეკრული გუნდი გახდა. კვარაცხელია ბრწყინვალედ გამოიყურება. როცა საჭიროა, გუნდზე თამაშობს, როცა საჭიროა, ინდივიდუალურად მოქმედებს. ხვიჩა პსჟ-ს მნიშვნელოვანი ფიგურა გახდა“.

შეგახსენებთ, რომ „კვარამ“ „წითლებთან“ გამართული განმეორებითი მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მოედანი პირველ დამატებით ტაიმში დატოვა. შეხვედრის შემდეგ, ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემამ, L’Equipe-მა ქართველი ფეხბურთელის მიერ ნაჩვენები თამაში შეაფასა და მას 5 ქულა დაუწერა.

„ლივერპულთან“ მატჩში, კვარაცხელია ბურთს 55-ჯერ შეეხო და ორი საკვანძო გადაცემა გააკეთა, რომლებიც უსმან დემბელემ და ბრედლი ბარკოლამ ვერ გამოიყენეს. ხვიჩას გოლის გატანა თავადაც შეეძლო, მაგრამ არ გაუმართლა. მეტოქის კარისკენ მან ხუთჯერ დაარტყა. სამჯერ დაუბლოკეს, ერთხელ ააცილა, ერთხელ - ალისონმა აჯობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დიდებული გამარჯვება ენფილდზე | კვარა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალშია
დიდებული გამარჯვება ენფილდზე | კვარა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალშია