დარიუში: თოფურია უფრო იმსახურებს მახაჩევთან ბრძოლას, ვიდრე ოლივეირა
UFC-ს მსუბუქი წონითი დივიზიონის ამერიკელი მებრძოლი, ბენიელ დარიუში მიიჩნევს, რომ ილია თოფურია ისლამ მახაჩევთან ჩხუბს იმსახურებს.
მისივე თქმით, ყველაფერი დაღესტნელზეა დამოკიდებული და თუ ის დათანხმდება, ილიასთან ბრძოლა გაიმართება.
„ვფიქრობ, ისლამი ამას არ მოისურვებს. იმსახურებს თუ არა თოფურია ამ ჩხუბს? არ შეგიძლიათ ამაზე იდავოთ. ის გახდა ჩემპიონი და დაიცვა ტიტული, ახლა კი მიხვდა, რომ არ სურს ქვემსუბუქ წონით დივიზიონში. როგორც ვხვდები, ჩარლზ ოლივეირა მთავარი პრეტენდენტია, მაგრამ ჩემი აზრით, ილია ამ მომენტისთვის ჯობია - მას მოგების ხანგრძლივი სერია აქვს“, - თქვა დარიუშმა.
შეგახსენებთ, 20 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი, ილია თოფურია ასპარეზობას მსუბუქ წონაში გააგრძელებს.
თოფურიამ ჩემპიონის ქამარი გასული წლის თებერვალში დაისაკუთრა, როდესაც სატიტულო ბრძოლაში სწორედ ვოლკანოვსკი დაამარცხა. ამის შემდეგ თოფურიამ ჩემპიონის ტიტული მაქს ჰოლოუეისთან ბრძოლაში დაიცვა.