ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„შესაძლოა, გუნდი გავარდნასაც გადაარჩინა“ - იტალიური მედიის გამოხმაურება

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში პსჟ სტუმრად „ლივერპულს“ დაუპირისპირდა და პენალტების სერიაში 4:1 დაამარცხა. მატჩის ძირითადი დრო და დამატებითი ტაიმები პარიზულმა გუნდმა მინიმალური სხვაობით, 1:0 მოიგო, რის შემდეგაც თერთმეტმეტრიანების სერია დაინიშნა, სადაც უფრო ძლიერი ლუის ენრიკეს გუნდი აღმოჩნდა.

ხვიჩა კვარაცხელია სასტარტო შემადგენლობაში იყო და ძირითადი დრო სრულად ითამაშა. ლუის ენრიკემ ქართველი ფეხბურთელი პირველ დამატებით ტაიმში შეცვალა. შედეგად, ხვიჩას პენალტების სერიაში მონაწილეობა არ მიუღია.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ქართველი შემტევის თამაში ფრანგული მედიის გარდა იტალიურმა პრესამაც შეაფასა.

რას წერენ იტალიური სააგენტოები:

Eurosport.it – 7 ქულა: პირველ თამაშში ძალიან კარგი იყო, საპასუხო მატჩში კი დამაჯერებლად ითამაშა. უპირველეს ყოვლისა, ის თავგანწირვის და ბრძოლის სულისთვის უნდა შევაქოთ, რომელიც მოედანზე აჩვენა. ის წითლებს ყველგან დასდევდა და ერთ ეპიზოდში სალაჰის დარტყმაც დაბლოკა, რითაც თავისი გუნდი გაშვებულ გოლს გადაარჩინა. სახიფათო იყო შეტევაშიც და გოლის გატანის რამდენიმე მცდელობა ჰქონდა, მაგრამ ერთხელ გრავენბერხმა დაუბლოკა დარტყმა, მეორე კი ააცილა.

Tuttomercatoweb – 6.5 ქულა: თავისი კლასის სიკაშკაშე მონაცვლეობით ჰქონდა. სალაჰის დარტყმის დროს, მისი მოძრაობა გადამწყვეტი იყო, რითაც შესაძლოა, გუნდი გავარდნასაც კი გადაარჩინა. როდესაც შანსი ეძლეოდა, მუდამ ხიფათს ქმნიდა, ეს ჯერ პასებში, შემდეგ კი დარტყმებში აისახა.

შეგახსენებთ, რომ 1/4 ფინალში პსჟ-ის მეტოქე ასტონ ვილასა და ბრიუგეს შორის გამარჯვებული იქნება. ასტონ ვილამ ბელგიურ კლუბთან პირველი მატჩი სტუმრად 3:1 მოიგო, საპასუხო შეხვედრა კი დღეს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ძირითადად დაცვით მოვალეობებს ასრულებდა“ | რას წერს LEquipe-ი კვარაზე
„ძირითადად დაცვით მოვალეობებს ასრულებდა“ | რას წერს LEquipe-ი კვარაზე