ენდრიუ რობერტსონი
Aa
Aa

„გამარჯვებას ვიმსახურებდით, პენალტები კი ლატარიაა“ - რობერტსონი პსჟ-სთან მარცხზე

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში პსჟ სტუმრად „ლივერპულს“ დაუპირისპირდა და პენალტების სერიაში 4:1 დაამარცხა. მატჩის ძირითადი დრო და დამატებითი ტაიმები პარიზულმა გუნდმა მინიმალური სხვაობით, 1:0 მოიგო, რის შემდეგაც თერთმეტმეტრიანების სერია დაინიშნა, სადაც უფრო ძლიერი ლუის ენრიკეს გუნდი აღმოჩნდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მერსისაიდული გუნდის ფეხბურთელმა, ენდრიუ რობერტსონმა განვლილი მატჩი შეაფასა.

რა თქვა სლოტმა:

„პირველ შეხვედრაში ისე გავიმარჯვეთ, რომ ჩვენი ძალები სრულად არ გვიჩვენებია. დღეს გაცილებით უკეთესები ვიყავით, მაგრამ ეს ფეხბურთია... რაც შეეხება პენალტებს, ეს ლატარეაა. ამ გუნდით და ფეხბურთელებით ვამაყობ“.

„გასულ კვირაში ბევრი ითქვა მათი მხრიდან ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობებზე. თუმცა, დღეს ჩვენ ვერ გამოვიყენეთ ჩვენი შანსები. მეორე ტაიმში ზეწოლა გავაძლიერეთ, მაგრამ იმ მდგომარეობამდე ვეღარ მივედით, რაც წინსვლის საშუალებას მოგვცემდა“.

„ამ თამაშში ბევრი დადებითი მხარე იყო, მაგრამ მომდევნო ეტაპზე ვერ გასვლა დიდი იმედგაცრუებაა“.

შეგახსენებთ, რომ 1/4 ფინალში პსჟ-ის მეტოქე ასტონ ვილასა და ბრიუგეს შორის გამარჯვებული იქნება. ასტონ ვილამ ბელგიურ კლუბთან პირველი მატჩი სტუმრად 3:1 მოიგო, საპასუხო შეხვედრა კი დღეს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სრულყოფილი პერფორმანსი, თავდადება დაცვაში“ | ფრანგული პრესა კვარას თამაშს აფასებს
„სრულყოფილი პერფორმანსი, თავდადება დაცვაში“ | ფრანგული პრესა კვარას თამაშს აფასებს