არმან ცარუკიანი
Aa
Aa

ცარუკიანი: საუკეთესო ვარ და ჩემი მიზანია ქამრისთვის ბრძოლა

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, არმან ცარუკიანმა დაასახელა მეტოქეები, რომლებთანაც ჩხუბს ისურვებდა.

ამასთან არმანი მიიჩნევს, რომ ის მათ შორის საუკეთესოა.

„მზად ვარ ვიჩხუბო, თუ ბრძოლას აპრილის ბოლოს ან მაისში მომცემენ. ეს მაგარი იქნებოდა. მინდა პრეტენდენტებს ვეჩხუბო, ტოპ-5-დან ვინმეს, გეიჯს ან ოლივეირას. გეიჯმა ან ჩემთან უნდა იჩხუბოს ან ოლივეირასთან, რომ ტიტულის პრეტენდენტი გახდეს. გარდა ამისა, არის ილია თოფურიაც. მგონია, რომ მატჩმეიკერები ბრძოლას ოლივეირასთან, ან გეიჯთან, ან მახაჩევთან დამიორგანიზებენ. მე ყველასთვის მზად ვარ ტოპ-5-დან. არ მინდა სხვებთან ვიჩხუბო, რადგან მთავარი პრეტენდენტი ვარ და ტიტულისთვის უნდა ვიჩხუბო. მე საუკეთესო ვარ და ჩემი მიზანია ქამრისთვის ბრძოლა“, -თქვა ცრუკიანიანმა.

შეგახსენებთ, რომ სომეხი მებრძოლი ზურგის ტრავმის გამო, UFC 311-ზე, ისლამ მახაჩევთან სატიტულო ბრძოლას ჩაეხსნა.

არმანის ნაცვლად, მახაჩევი რენატო მოიკანოს დაუპირისპირდა და პირველივე რაუნდში, მახრჩობელა ილეთით დაამარცხა. ღონისძიების შემდეგ, UFC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, დენა უაითმა განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში, ცარუკიანი საჩემპიონო ორთაბრძოლას ვერ მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სახლს ჩამოვალ, რომ ისლამს ვერ მოუგებს“ | პიმბლეტმა ილიაზე ისაუბრა
„სახლს ჩამოვალ, რომ ისლამს ვერ მოუგებს“ | პიმბლეტმა ილიაზე ისაუბრა