ფუტსალი | საქართველო 3:0 რუმინეთი
Aa
Aa

ფუტსალი | საქართველო 3:0 რუმინეთი

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა რუმინეთის ნაკრები მეორე ამხანაგურ მატჩშიც დაამარცხა.

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართულ შეხვედრაში ავთანდილ ასათიანის გუნდმა მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანა. ზუსტი დარტყმები შოთა თოფურიას, გიორგი ჩიმაკაძის და ვახტანგ ჯვარაშვილის ანგარიშზეა. საქართველოს და რუმინეთის ნაკრებების პირველი მატჩი, რომელიც 9 მარტს გაიმართა, ჩვენი გუნდის გამარჯვებით, 2:0 დასრულდა

რუმინეთთან ამხანაგური შეხვედრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი მატჩებისთვის მოსამზადებელი ეტაპის ნაწილი იყო. საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდის ფარგლებში, 11 აპრილს, ჩვენი გუნდი კოსოვოს ესტუმრება, ხოლო 16 აპრილს საფრანგეთს უმასპინძლებს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საჭიროა პიროვნების იდენტიფიკაცია“ - სომხეთში საქართველოსთან მატჩის ბილეთების გაყიდვა დაიწყო
„საჭიროა პიროვნების იდენტიფიკაცია“ - სომხეთში საქართველოსთან მატჩის ბილეთების გაყიდვა დაიწყო