ილია თოფურია, ისლამ მახაჩევი, არმან ცარუკიანი
Aa
Aa

„ილიას უკეთესი სტრაიკინგი აქვს“ | ცარუკიანი მახაჩევისა და თოფურიას პოტენციურ ჩხუბზე

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, არმან ცარუკიანმა The Schmo-ს ინტერვიუ მისცა. 28 წლის სომეხმა ილია თოფურიასა და ისლამ მახაჩევის პოტენციურ ორთაბრძოლაზე ილაპარაკა და მათ შანსებზე გააკეთა კომენტარი.

„მძიმე ჩხუბი იქნება. ილიას უკეთესი სტრაიკინგი აქვს და კრივითაც გამოირჩევა, მაგრამ არასდროს უჩხუბია ისლამისნაირი ბიჭების წინააღმდეგ, რომლებიც ძალიან კარგად ჭიდაობენ. ვნახოთ, რა მოხდება. შანსები 50-50-ზეა“.

ცნობისთვის, ცარუკიანს მახაჩევის წინააღმდეგ უნდა ეჩხუბა, მაგრამ ტრავმა მიიღო და ოქტაგონზე გასვლაზე უარის თქმა მოუწია. მის ნაცვლად, ისლამს რენატო მოიკანო დაუპირისპირდა და პირველ რაუნდში, საბმიშენით წააგო.

ილია თოფურიას რაც შეეხება, „ელ მატადორის“ მომდევნო მეტოქის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. რამდენიმე დღის წინ, თოფურიამ სოციალურ ქსელში გვაუწყა, რომ რაღაც გრანდიოზულის გამოცხადებას აპირებს და MMA-ის გულშემატკივრები სიახლეებს მოუთმენლად ელოდებიან.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„საჭიროა პიროვნების იდენტიფიკაცია“ - სომხეთში საქართველოსთან მატჩის ბილეთების გაყიდვა დაიწყო
„საჭიროა პიროვნების იდენტიფიკაცია“ - სომხეთში საქართველოსთან მატჩის ბილეთების გაყიდვა დაიწყო