ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ძირითადად დაცვით მოვალეობებს ასრულებდა“ | რას წერს LEquipe-ი კვარაზე

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ ასპარეზობას „ლივერპული“ გამოთიშა. „პარკ დე პრენსზე“, 0:1 წაგებული მატჩის შემდეგ, ფრანგებმა სტუმრად იმავე ანგარიშით მოიგეს და მეოთხედფინალის საგზური პენალტების სერიაში მოიპოვეს, რომელშიც 4:1 იმარჯვეს.

„კვარამ“ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მოედანი პირველ დამატებით ტაიმში დატოვა. შეხვედრის შემდეგ, ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემამ, L’Equipe-მა ქართველი ფეხბურთელის მიერ ნაჩვენები თამაში შეაფასა და მას 5 ქულა დაუწერა.

„ვიგრძენით, რომ ფორმაში იყო და რამდენიმე ბრწყინვალე მომენტი შექმნა (ბარკოლას ეპიზოდი მე-17 წუთზე, დემბელესი 32-ე წუთზე და დაბლოკილი დარტყმა 35-ზე), თუმცა, საუკეთესო გადაწყვეტილებებს ვერ იღებდა და გადამწყვეტი არ იყო. ორთაბრძოლებში მტკიცედ შედიოდა და 62-ე წუთზე, მოჰამედ სალაჰის დარტყმის შემდეგ, საკუთარი გუნდი გადაარჩინა. წითლებმა აიძულეს, უმეტეს წილად, დაცვით მოვალეობებზე ეზრუნა“, - წერს ფრანგული გამოცემა.

L’Equipe-მა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ჯანლუიჯი დონარუმა დაასახელა, რომელსაც 9 ქულა დაუწერა. 8 ქულა მიიღო ნუნუ მენდეშმა, „ლივერპულის“ მხრიდან კი 7-7 ქულით დომინიკ შობოშლაი და ვირჯილ ვან დეიკი გამოარჩია.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
“ფლანგზე ენერგიის ნამდვილი აფეთქება გამოავლინა“ - Le Parisien კვარაზე
“ფლანგზე ენერგიის ნამდვილი აფეთქება გამოავლინა“ - Le Parisien კვარაზე