„სახლს ჩამოვალ, რომ ისლამს ვერ მოუგებს“ | პიმბლეტმა ილიაზე ისაუბრა
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლი, პედი პიმბლეტი დარწმუნებულია, რომ ილია თოფურიას ისლამ მახაჩევის წინააღმდეგ შანსი არ აქვს. „ბედიმ“ „ელ მატადორზე“ კარლოს კონტრერას ლეგასპისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა და განაცხადა, რომ თოფურია ეგრევე საჩემპიონო ჩხუბის მიღებას არ იმსახურებს.
„ვინ უნდა იყოს ისლამ მახაჩევის მომდევნო მეტოქე? არმან ცარუკიანი. მიუხედავად იმისა, რაც ბოლოს მოხდა, ცარუკიანი სატიტულო ორთაბრძოლას იმსახურებს. თუ ილიას ჩემპიონობა უნდა, არმანს უნდა ეჩხუბოს და ქამრის მთავარი პრეტენდენტი გახდეს.
თოფურიას წინააღმდეგ ოქტაგონზე სიამოვნებით გავიდოდი. ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ის დამაფინიშებს და ა.შ, მაგრამ საბრძოლო სტილს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და მისთვის უხერხული სტილი მაქვს. ილია არ იმსახურებს, მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ჩხუბი ეგრევე მიიღოს. ქვემსუბუქ წონაში ქამარი მხოლოდ ერთხელ დაიცვა და ალექსანდრ ვოლკანოვსკის გაექცა. მოსამზადებლად საკმარისი დროის მქონე ვოლკი საერთოდ სხვა ცხოველია და ჩემი აზრით, მახაჩევთან განცდილი მძიმე მარცხის შემდეგ, ვოლკანოვსკის თოფურიასთან ასე მალე არ უნდა ეჩხუბა, მაგრამ ეს გააკეთა, რადგან მეომარია.
ილიამ იცოდა, რომ ვოლკი დაამარცხებდა და ქვემსუბუქი წონითი დივიზიონიდან გაიქცა. თოფურიასთან ჩხუბზე ყოველთვის თანახმა ვარ. ლონდონში, როცა გვერდით 12 ადამიანი ჰყავდა, სცადა, ვეცემე, მე კი მარტო ვიყავი. დარტყმა ამაცილა და თავში ბოთლი მოვარტყი. ნამდვილი იდიოტია და სხვების ჩაგვრა უყვარს. საკუთარი თავი ის ჰგონია, რაც რეალურად არაა.
თოფურია მსუბუქი წონითი დივიზიონის ქამარს ვერ მოიგებს. ისლამს ვერ დაამარცხებს. გამორიცხულია. სახლს ჩამოვალ, რომ მახაჩევს ვერ მოუგებს“.
ცნობისთვის, პიმბლეტი მომდევნო ორთაბრძოლას UFC 314-ზე, მაიკლ ჩენდლერის წინააღმდეგ გამართავს. ილიას რაც შეეხება, მისი ჩხუბის თარიღი ან მეტოქე ჯერჯერობით ცნობილი არაა.