ლუის ენრიკე: ეს მხოლოდ დასაწყისია
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში, „ლივერპული’’ „ენფილდზე’’ პსჟ-სთან დამარცხდა. ხვიჩა კვარაცხელიას გუნდმა „წითლები“ პენალტების სერიაში დაამარცხა.
პარიზელების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ თამაშის დასრულების შემდეგ Canal+-თან კომენტარი გააკეთა.
„არ ვიცი, რა ვთქვა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ვანახეთ ჩვენი დონე ნამდვილი გუნდის წინააღმდეგ. ჩვენს გულშემატკივრებთან ერთად, ეს იყო ძალიან კარგი მატჩი და ძალიან ვამაყობთ, რომ ნამდვილი გუნდი ვართ. ვაჩვენეთ, რომ გვიყვარს ფეხბურთის თამაში, სტადიონისა და ატმოსფეროს მიუხედავად. ძალიან სასიამოვნოა, ასეთი გუნდის ყოლა. ჩვენი მაქსიმუმი? ეს მხოლოდ დასაწყისია. განწყობილი ვართ, ვიყოთ უკეთესები. ძალიან რთული მატჩი იყო, „ლივერპული“ ძალიან კარგი გუნდია. რთული იყო ბურთის დაჭერა, მაგრამ ჩვენი მენტალიტეტის, ხასიათისა და განსაკუთრებით, დონარუმას წყალობით, ამ მატჩის მოგება შევძელით“, - თქვა ლუის ენრიკემ.
შეგახსენებთ, რომ პსჟ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „ასტონ ვილასა“ და „ბრიუგეს“ შორის გამარჯვებულს შეხვდება. მატჩი 12 მარტს გაიმართება.
კვარას საუკეთესო მომენტები VS ლივერპული