“ფლანგზე ენერგიის ნამდვილი აფეთქება გამოავლინა“ - Le Parisien კვარაზე
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის განმეორებით მატჩში პარი სენ ჟერმენი ლივერპულს ესტუმრა, დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა.
მატჩის დასრულების შემდეგ, გავლენიანმა ფრანგულმა გამოცემა Le Parisien-მა ხვიჩა კვარაცხელია 10-დან 6 ქულით შეაფასა და მცირე კომენტარი გააკეთა.
Le Parisien:
„ქართველმა ფეხბურთელმა მარცხენა ფლანგზე ენერგიის ნამდვილი აფეთქება გამოავლინა. ბარკოლას მარჯვენა ფლანგზე ხშირად ეხმარებოდა და პირველ ტაიმში მარჯვენა ფეხით გაისროლა. მეორე ტაიმში ნაკლებად შესამჩნევი იყო, ისევე, როგორც მთელი გუნდი. 88-ე წუთზე ჯარიმა დაარტყა, მაგრამ ბურთმა კარამდე არ მიაღწია. 101-ე წუთზე მის ნაცვლად ლი გამოვიდა.“
შეგახსენებთ, რომ პარი სენ ჟერმენმა ძირითადი დრო უსმან დემბელეს გოლის წყალობით 1:0 მოიგო. მატჩი პენალტების სერიამდე მივიდა, სადაც უკეთესი ფრანგები აღმოჩნდნენ და 4:1 გაიმარჯვეს.
ენრიკეს გუნდიდან პენალტები ვიტინიამ, რამუშმა, დემბელემ და დუემ გაიტანეს. რაც შეეხება კვარას, მას საკმაოდ კარგი მატჩი ჰქონდა და გოლის გატანის შანსიც ჰქონდა, თუმცა არ გაუმართლა. ესპანელმა მწვრთნელმა კვარა 101-ე წუთზე შეცვალა. ცნობისთვის, პსჟ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ასტონ ვილას ან ბრიუგეს დაუპირისპირდება.