ლივერპული, პსჟ, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

Sofascore - ცნობილია პსჟ-ს ფეხბურთელების შეფასება

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის განმეორებით მატჩში პარი სენ ჟერმენი ლივერპულს ესტუმრა, დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა.

მატჩის დასრულების შემდეგ, გავლენიანმა სპორტულმა გამოცემა Sofascore-მა პარიზელთა ფეხბურთელები შეაფასა.

Sofascore:

დონარუმა(8.7), ჰაკიმი(7.1), მარკინიოსი(6.8), პაჩო(7.4), მენდეში(7.9), ნევეში(7.8), ვიტინია(8.3), რუისი(6.9), ბარკოლა(6.6), დემბელე(7.3), კვარაცხელია(7.8), ლი(6.9), ზაირ-ემერი(7.1), ბერალდო(6.8), დუე(7.3).

შეგახსენებთ, რომ პარი სენ ჟერმენმა ძირითადი დრო უსმან დემბელეს გოლის წყალობით 1:0 მოიგო. მატჩი პენალტების სერიამდე მივიდა, სადაც უკეთესი ფრანგები აღმოჩნდნენ და 4:1 გაიმარჯვეს.

ენრიკეს გუნდიდან პენალტები ვიტინიამ, რამუშმა, დემბელემ და დუემ გაიტანეს. რაც შეეხება კვარას, მას საკმაოდ კარგი მატჩი ჰქონდა და გოლის გატანის შანსიც ჰქონდა, თუმცა არ გაუმართლა. ესპანელმა მწვრთნელმა კვარა 101-ე წუთზე შეცვალა. ცნობისთვის, პსჟ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ასტონ ვილას ან ბრიუგეს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
გოლის გატანასთან ახლოს იყო | პუშიჩმა აზაროვი სასტარტოში ათამაშა
გოლის გატანასთან ახლოს იყო | პუშიჩმა აზაროვი სასტარტოში ათამაშა