ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

დიდებული გამარჯვება ენფილდზე | კვარა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალშია

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში „ლივერპული’’ „ენფილდზე’’ პსჟ-სთან 0:1 დამარცხდა. მატჩის ერთადერთი გოლი მე-12 წუთზე უსმან დემბელემ გაიტანა. ორი მატჩის ჯამში 1:1 დაფიქსირდა. დამატებითი დრო უგოლოდ დასრულდა, პენალტების სერიაში მერსისაიდელები 1:4 დამარცხდნენ და მეოთხედფინალში ლუის ენრიკეს გუნდი გავიდა, სადაც „ბრიუგე'' - „ასტონ ვილას'' გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

პენალტების სერიაში პსჟ-ს მეკარე ჯანლუიჯი დონარუმამ ორი პენალტი აიღო და სტუმართა გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. ასევე, პსჟ-ს ფეხბურთელებმა ოთხი პენალტი დაარტყეს და ყველას გაიტანეს. ეს მოთამაშეები იყვნენ: ვიტინია, რამუში, დემბელე და დუე. „ლივერპულმა'' სამი პენალტი შეასრულა, მოჰამედ სალაჰმა შეაგდო, ნუნიესსა და ჯონსს დონარუმამ აუღო.

ხვიჩა კვარაცხელია კარიერაში მეორედ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ითამაშებს.

ლუის ენრიკემ გუნდი კვლავ 4-3-3 ფორმაციით ათამაშა. ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად შემტევ ტრიოს ბარკოლა და დემბელე ქმნიდნენ.

პირველ ტაიმში ქართველი შემტევის თამაშიდან 3 მომენტი იყო გამოსარჩევი, მისი ბრწყინვალე პასით ბარკოლა მეკარესთან პირისპირ დარჩა, ალისონმა აჯობა. შემდეგ ხვიჩამ დემბელე დატოვა მეკარის პირისპირ, მაგრამ ბრაზილიელი მეკარე ამჯერადაც გამარჯვებული გამოვიდა. მოკლედ, ქართველი პასები ვერ გამოიყენეს.

მეორე ტაიმში ქართველმა ფეხბურთელმა გუნდი გოლისგან იხსნა, კუთხურისას შესანიშნავად იმოქმედა. ზოგადად, დაცვითი ფუნქციები კარგად შეასრულა.

მატჩის ძირითადი დროის მიწურულს ხვიჩას გოლის გატანის ერთი რეალური მომენტი ჰქონდა, თუმცა სიზუსტე დააკლდა.

ლუის ენრიკემ კვარა 101-ე წუთზე შეცვალა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გოლის გატანასთან ახლოს იყო | პუშიჩმა აზაროვი სასტარტოში ათამაშა
გოლის გატანასთან ახლოს იყო | პუშიჩმა აზაროვი სასტარტოში ათამაშა