რაფინიას დუბლი - ბარსელონა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალშია
ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში, „ბარსელონამ“ „ბენფიკას“ უმასპინძლა და ანგარიშით 3:1 დაამარცხა.
პირველი გოლი მე-11 წუთზე, „ბლაუგრანას“ ბრაზილიელმა ნახევარმცველმა, რაფინიამ გაიტანა, მე-13 წუთზე კი ანგარიში ნიკოლას ოტამენდიმ გაათანაბრა. 27-ე წუთზე თავი ლამინ იამალმა გამოიჩინა, 42-ე წუთზე კი რაფინიამ დუბლი გაიფორმა.
შეგახსენებთ, რომ მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაშიც „ბარსელონამ“ გაიმარჯვა - კატალონიელებმა მეტოქე 1:0 დაამარცხეს.
ჰანსი ფლიკის გუნდი მეოთხედფინალში „დორტმუნდსა“ და „ლილის“ შორის გამარჯვებულს შეხვდება. ამ გუნდებს შორის პირველი მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.