ნიკოლოზ ბასილაშვილი
Aa
Aa

კვალიფიკაცია მოიგო - ბასილაშვილი ფინიქსის ჩელენჯერზე ითამაშებს

ფინიქსის ჩელენჯერის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი ტარო დანიელს დაუპირისპირდა და მარტივად, ორ სეტში 6:4 6:1 დაამარცხა. ქართველი ჩოგბურთელი ჩელენჯერის ძირითად ბადეში იასპარეზებს.

პირველ სეტში ჩოგბურთელები საკუთარ ჩაწოდებაზე დამაჯერებლად თამაშობდნენ, თუმცა მეათე გეიმში, იმ დროს, როდესაც ბასილაშვილი 5:4-ს იგებდა, ბრეიკი შეასრულა და სეტი დახურა.

მეორე სეტი ნიკოლოზისთვის შედარებით მარტივი გამოდგა. ბრეიკი იმ დროს შეასრულა, როდესაც 2:1-ს იგებდა, წინ გავიდა და შემდეგ საკუთარი ჩაწოდებაც მოიგო. 4:1-დან იაპონელს მატჩში დაბრუნება გაუჭირდა. მეტიც, შემდეგი გათამაშება კვლავ წააგო და ქართველმა ჩოგბურთელმა მატჩზე ჩააწოდა. საბოლოოდ 6:1.

აღნიშნულ დაპირისპირებაში ბასილაშვილმა 11 ეისი შეასრულა. 2 ორმაგი შეცდომა დაუშვა, პირველი ჩაწოდების სიზუსტე 81% ჰქონდა, ხოლო 3 ბრეიკ პოინტიდან სამივე გამოიყენა.

ცნობისთვის, ფინიქსის ჩელენჯერი 2019 წლიდან ყოველწლიურად არიზონის შტატში ტარდება. მისი მოქმედი გამარჯვებული ნუნო ბორგესია, რომელმაც შარშან ფინალში მატეო ბერეტინი დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზედიზედ მესამე მარცხი | ჯოკოვიჩი ინდიან უელსს გამოეთიშა
ზედიზედ მესამე მარცხი | ჯოკოვიჩი ინდიან უელსს გამოეთიშა