გიორგი გულიაშვილი
Aa
Aa

მე-18 გოლი სეზონში | გულიაშვილმა სარაევო ნახევარფინალში გაიყვანა

ბოსნიის თასის მეოთხედფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში „ზრინსკი’’ შინ „სარაევოსთან’’ 0:1 დამარცხდა. გამარჯვების გოლი „სარაევოს’’ ქართველმა კაპიტანმა გიორგი გულიაშვილმა მე-17 წუთზე შეაგდო. ორი მატჩის ჯამში „სარაევომ’’ 2:1 მოიგო და ნახევარფინალში გავიდა.

გულიაშვილს დუბლის შესრულება პირველივე ტაიმში შეეძლო, თუმცა პენალტი ვერ გაიტანა, მეკარემ აუღო. ამ სეზონში ზედიზედ მე-4 პენალტი ვერ შეაგდო. ამ კომპონენტში სამუშაო აქვს. საერთო ჯამში 5 რეალური საგოლე მომენტი ჰქონდა და მხოლოდ 1 გაიტანა. დამაგვირგვინებელ ფაზაში უფრო მეტი თავდაჯერება და ზუსტი მოქმედება მართებს.

 

87-ე წუთზე „ზრინსკის’’ მცველმა იგორ სავიჩმა გულიაშვილის წინააღმდეგ თამაშის წესის დარღვევის გამო პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო.

მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით 23 წლის ქართველმა ფორვარდმა 28 მატჩი ჩაატარა, მის აქტივში 18 გოლი და 5 საგოლე პასია.

გულიაშვილმა „სარაევოს’’ ზედიზედ მე-4 მატჩში უკაპიტნა.

მეორე ტაიმის მიწურულს თამაშში ვასილიოს გორდეზიანი ჩაერთო, ბოსნიურ კლუბში მეორედ ითამაშა.

ბოსნიის ჩემპიონატში „სარაევო'' 43 ქულით მესამე ადგილზეა, ლიდერ „ზრინსკის'' 11 ქულით ჩამორჩება და ჩემპიონობის მცირე შანსი აქვს. თასზე წარმატებით ასპარეზობს და შესაძლოა გულიაშვილმა ლეგიონერის სტატუსით პირველი ტიტული ამ სეზონში მოიპოვოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საუთგეიტს ვუთხარი ჯორჯ ბესტს ძალიან ჰგავს-მეთქი“ | რა თქვა უებმა კვარაცხელიაზე
„საუთგეიტს ვუთხარი ჯორჯ ბესტს ძალიან ჰგავს-მეთქი“ | რა თქვა უებმა კვარაცხელიაზე