“პენალტებზე არ ვფიქრობთ“ - ანჩელოტი ატლეტიკოსთან მატჩის წინ
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის განმეორებით მატჩში მადრიდის ატლეტიკო მადრიდის რეალს უმასპინძლებს. მატჩის წინ, სამეფო კლუბის მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
კარლო:
„ეს არის მატჩი, რომელიც ამ შეჯიბრში ოცნების გაგრძელების საშუალებას გვაძლევს. წელს გამარჯვება უფრო რთულია, მაგრამ ჩვენ ზუსტად ისეთი თავდაჯერებულობა გვაქვს, როგორიც გასულ სეზონში გვქონდა. ატლეტიკოსთან ყველა ჩემი დაპირისპირება მახსოვს. მოგვიგია, წაგვიგია და ფრედ დასრულებულა. ხვალ გამარჯვებულის ვინაობას დეტალები გადაწყვეტს.
ძალიან ბევრი უნდა ვირბინოთ. პენალტებზე ვარჯიში რთულია, მაგრამ ჩვენ ამაზე არ ვფიქრობთ. მიზანი გამარჯვება და მეოთხედფინალში გასვლაა. ფეხბურთელები გამარჯვებისთვის ემზადებიან და დამარცხებაზე არ ფიქრობენ.
მოტივაცია და ზეწოლა ძალიან მაღალია. მოთამაშეებმა ყურადღება ტექნიკურ და ტაქტიკურ ასპექტზე უნდა გაამახვილონ. დანარჩენი მათზეა დამოკიდებული. შემიძლია ვცადო და გამოვიცნო რა მოხდება ხვალ, მაგრამ მირჩევნია ყურადღება სხვა რამეზე გავამახვილო. ატლეტიკო მრავალფეროვანი გუნდია, ისევე, როგორც რეალი.“
შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი მერვედფინალური დაპირისპირება სანტიაგო ბერნაბეუს სახელობის სტადიონზე გაიმართა და მადრიდის რეალმა 2:1 მოიგო. განმეორებითი შეხვედრა 12 მარტით თარიღდება და თბილისის დროით 23:59-დან დაიწყება.