ხორვატი ნახევარმცველი ტორპედოში | ვინ არის მატეო ითრაკი
ქუთაისის „ტორპედომ’’ ბელგიური “ფრანკს ბორაინსიდან” 24 წლის ნახევარმცველი მატეო ითრაკი დაიმატა. ქართულ საკლუბო ფეხბურთში უცხოელი მოთამაშის შეძენა ძალიან იშვიათი ფაქტია. „ტორპედო’’ ფინანსური რესურსიდან გამომდინარე მხოლოდ თავისუფალ აგენტებზე არ კონცენტრირდება. ითრაკის ტრანსფერი ამის მაგალითია.
ითრაკი საინტერესო ფეხბურთელია. რამდენიმე ვიდეოს შემოგთავაზებთ და თავად შეაფასეთ. ნახევარმცველია, მისი როლი მეტოქის შეტევების ჩაშლა და შეტევების წამოწყებაა, კარგი პასი აქვს.
Transfermarkt-ის შეფასებით ხორვატი ფეხბურთელის სატრანსფერო თანხა 400 000 ევროა (კარიერის მაქსიმუმი).
კარიერის სტარტზე იტალიურ „კროტონეში’’ ირიცხებოდა, თუმცა სერია B-ში თამაში არ მოუწია, 10 მატჩი სათადარიგოთა სკამზე გაატარა. სლოვენიურ და ხორვატულ კლუბებში თამაშის შემდეგ 2023 წლის ზაფხულში კარიერა ბელგიურ “ფრანკს ბორაინსს’’ დაუკავშირა.
ბელგიაში ყოველთვის რეგულარული სათამაშო დრო ჰქონდა, 83 მატჩში 2 გოლი გაიტანა. 83-დან 26 მატჩში გუნდის კაპიტანი იყო.
მატეო ითრაკის თამაში 2023-24 წლების სეზონიდან